პარლამენტთან შოკურ მდგომარეობაში მყოფი აქციის მონაწილე, საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთი მონაწილე, სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
აქციის მონაწილეების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. ის დაბალი ტემპერატურის გამო, შეუძლოდ გახდა.
მედიკოსების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ არა გადაციების, არამედ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო გახდა.