საზოგადოება
ახალციხის ცენტრალურ პარკში წყლის მილი გასკდა
ახალციხის ცენტრალური პარკის ნაწილი დაიტბორა. წყალი ქვაფენილიდან ამოდის. დატბორვა 26 ნოემბერს, დილიდან დაიწყო.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პარკში წყლის ცენტრალური მილი გასკდა. ადგილზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები მუშაობენ, რომლებმაც ქვაფენილი აყარეს და შეკეთება დაიწყეს. კომპანიის მენეჯერის თქმით, სამუშაოები ორ საათში დასრულდება.

„დაზიაანებულ მილს უკვე მიაგნეს, ახლა შედუღების სამუშაოები დაიწყება, გრაფიკში ვეტევით. წყლის გადაკეტვა მოგვიწია იმ უბნებში, რომლებიც ამ მილით მარაგდებოდნენ“, - ამბობს კომპანიის რეგიონული მენეჯერი ბესიკ ფილაური.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები, სამუშაოების დარულების შემდეგ, პარკს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ.

| Print |