საზოგადოება
ახალციხეში სკოლის მოსწავლეებმა ძლიერი ქალის განვლილი გზა დახატეს

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ჩატარდა. თემაზე - „ძლიერი ქალის განვლილი გზა" უფროსკლასელებს ნამუშევრები 30 წუთში უნდა შეექმნათ. ამის შემდეგ მოსწვლეებმა მათი ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია მოაწყვეს.

დაბრკოლებები, დისკრიმინაციური მიდგომები საზოგადოების ან ოჯახის მხრიდან, გამოწვევები, სტერეოტიპები - ყველაფერმა, რაც ქალს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აბრკოლებს, თავი მოსწავლეების ნახატებში მოიყარა.

სამკაციანმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც წიგნები გადაეცათ.

კონკურსი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების“ ქსელის ახალციხის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
| Print |