საზოგადოება
ახალციხეში წყლის მიწოდება აღდგა (ვიდეო)
ქალაქ ახალციხის 18 ქუჩას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებმა, ცენტრალურ პარკში დაზიანებული მილის შეკეთება 28 ნოემბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე დაასრულეს, სპეციალისტებმა ცენტრალური მილიდან ექვსმეტრიანი, კოროზირებული მონაკვეთი ამოჭრეს და ახალი მიადუღეს.მოსახლეობასთან ონკანებში წყალი რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა.

წყლის ცენტრალური სისტემა 26 ნოემბერს დაიზანდა. დილიდან დაიტბორა ქალაქის პარკის ნაწილი. წყალი ფილებიდან ამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში ჯერ ცხრა და შემდეგ 18 ქუჩის 2 024 აბონენტს წყალი არ მიეწოდებოდა.

| Print |