საზოგადოება
62 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

 

ახალციხეში წინასაახალწლო მზადება დაიწყო. მუნიციპალიტეტის მორთულობებისთვის, ტკბილეულისა და ღონისძიებებისთვის მერიამ ოთხი ტენდერი გამოაცხადა.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 24 813 ლარი გამოიყო.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წლის საახალწლო ილუმინაციები და განათებები უნდა დაამონტაჟოს ქალაქ ახალციხის 14 სკვერში, ვალეში, სოფელსხვილისში, წყალთბილშა, აწყურში, აგარაში, წნისში, მინაძესა და მუსხში.

უნდა უზრუნველჰყოს თოვლის პაპის, სანტაკლაუსისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობა წინასაახალწლო ღონისძიებებში.

თანხა გათვალისწინებულია ბანერზე წარწერით - "გილოცავთ შობა-ახალ წელს!". ასევე, საახალწლო ფიგურების დამზადებასა და მონტაჟზე.

სამუშაოები 2019 წლის 27 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო დემონტაჟი 2020 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრამდე განხორციელდეს.

ნაძვის ხის მოსართავებისთვის მერიამ ცალკე ტენდერი 13 500 ლარზე გამოაცხადა.

საახალწლო განათებებისთვის 11 000 ლარი, ტკბილეულისთვის კი 12 973 ლარია გათვალისწინებული.

| Print |