საზოგადოება
ახალციხეში ენერგოაუდიტორები მომზადდებიან (ვიდეო)

 

ახალციხეში საჯარო დაწესებულებების შენობები ენერგოეფექტურობაზე შემოწმდებიან. ენერგოაუდიტი სპეციალური ხელსაწყოს - ტესტოს გამოყენებით მომზადდება, რომლის საშუალებითაც გამოჩნდება, რამდენია შენობიდან ენერგიის დანაკარგი.

ამის გარდა, დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება, რომლებსაც ტრენინგები ჩაუტარდებათ. მათ შეეძლებათ, რომ კომპენტენტურ დონეზე მოამზადონ ნებისმიერი შენობის ენერგოაუდიტორული დასკვნა.

აქტივობები პროექტის - „ენერგოაუდიტორები - ენერგოეფექტურობის მონიტორინგისათვის“ ფარგლებშია დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი იწყებს. პროექტში გათვალისწინებულია მოქალაქეების ცნობიერების გაზრდაც. მისი სამიზნე აუდიტორიაა მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლები. მათთვის პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ახალციხის ცენტრში გაიმართა.

პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რვა თვის განმავლობაში განხორციელდება.

 

| Print |