გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
6-7 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ყინვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება ღამის საათებშია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლოა ციტრუსი და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.