საზოგადოება
ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ეწვევა

 

6 დეკემბერს, „საქართველოში დიდი ბრიტანეთის შემოდგომის სეზონის“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და საელჩოს წარმომადგენლები ეწვევიან.

ღონისძიება ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს ეძღვნება და დაგეგმილია შეხვედრები სამხარეო ადმინისტრაციაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობასთან.

ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსდება მოძრავი საელჩო და გაიმართება ინტერაქტიული დიალოგი მსმენელებთან (13:30 – 14:30 სთ. შუალედში).

ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბრიტანეთის საგანმანათლებლო პროგრამებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გათამაშებებში და ელჩთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ.
| Print |