საზოგადოება
ახალციხეში მთავარი ნაძვის ხის კონსტრუქციას აწყობენ


ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხის კონსტრუქციის აწყობა დაიწყეს. ახალი წლის მთავარ სიმბოლოს ის კომპანია ამონტაჟებს, რომელმაც ნაძვის ხე შეიძინა. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ კონსტრუქციის მონტაჟი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

„მხოლოდ კონსტრუქციას ააწყობენ, მწვანე გარსი და საახალწლო განათებები მოგვიანებით დამონტაჟდება“, - განგვიმარტეს პრესსამსახურში. 

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ოთხი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში დღესასწაულისთვის 62 000 ლარია განსაზღვრული. 

62 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

| Print |