საზოგადოება
25 წლის ნეირომეცნიერი ლელა ოქრომელიძე ახალციხიდან

,,ამ ეტაპზე ჩემი გეგმა ცოდნის მიღებისკენაა მიმართული და შესაბამისად მთელი ჩემი დრო სწავლას და მუშაობას მიაქვს. საქართველოს რამეში, რომ გამოვადგე ჩემი სფერო საკმაოდ კარგად უნდა შევისწავლო, მაგისთვის კი მედიცინის და მეცნიერების სფეროში წლები დამჭირდება, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ქართულ მედიცინასა და მეცნიერებაში" - უთხრა tv9news.ge -ს ლელა ოქრომელიძემ, რომელიც აშშ-ში, კლინიკა მაიოში (Mayo Clinic College of Medicine and Science) მოლეკულური ნეირომეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გუნდის წევრი, რადიოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-სტაჟიორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია.

ახალციხელი გოგონა, ფართო საზოგადოებამ Forbes Woman Georgia -ს მიერ გავრცელებული სტატიიდან გაიცნო.

მაიოს კლინიკა Dr. William Worrall Mayo-მ დაახლოებით, 150 წლის წინ დააფუძნა, რომელსაც მოგვიანებით მისი ვაჟები Dr. William J.Mayo და Dr. Charles H.Mayo ხელმძღვანელობდნენ. კლინიკა დღემდე ნომერ პირველ სამედიცინო დაწესებულად ითვლება აშშ-სა და მთლიანად მსოფლიოში.

US News & World Report-მა მაიოს კლინიკა 2019 წლის აშშ-ის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად დაასახელა. ჰოსპიტალების ეს ქსელი ყოველწლიურად 1.3 მილიონ ადამიანს ემსახურება, როგორც ამერიკის ორმოცდაათი შტატიდან, ასევე 136 ქვეყნიდან.

პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის 63 ათას თანამშრომელს შორის ქართველი გოგონა მუშაობს. როგორც ირკვევა, ლელას პროფესიის არჩევაში დიდი როლი დედის სამსახურმა ითამაშა.

,,ბავშვობიდან განსაკუთრებით მაინტერესებდა ბიოლოგია და ქიმია, დედასთან კლინიკაში მისვლა და პაციენტებზე ზრუნვა კი უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდა”.

ლელა დედასთან - დალი ქოზაშვილთან ერთად


მედიცინაში პირველი ნაბიჯები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე გადადგა და სამედიცინო ხარისხი მოიპოვა. პარალელურად, ამ წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ, არაერთ სასწავლო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას.

“ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი), ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე მკვლევარად ტოკიოს უნივერსიტეტში, ოთხჯერ გავიარე საზაფხულო სტაჟირება პოლონეთში – ორჯერ სამედიცინო და ორჯერ სამეცნიერო სფეროში, ასევე ერთთვიან სტაჟირებაზე ვიყავი აშშ-შიც“
, – გვიყვება ლელა.

აშშ-ში პირველად მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის დახმარებით, 2010 წელს ჩავიდა. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ლელა პორტლენდში (ორეგონის შტატი) ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური წლის მანძილზე ცხოვრობდა. მეორედ კი, მოგვიანებით, პრაქტიკული კურსის გასავლელად გაემგზავრა.

2016 წელს ლელა, Amgen Scholars-მა იმ ათ საუკეთესო და ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა, რომლებსაც უსაზღვრო პოტენციალი აქვთ მედიცინისა და მეცნიერების მიმართულებით. ლელა მსოფლიოს 42 ქვეყნის 700 სასწავლო დაწესებულებიდან 3000 სტუდენტს შორის შეარჩიეს. Amgen ფონდის მიერ განხორციელებული შერჩევის პროცესი მონაწილე მასპინძელ ინსტიტუტებთან პარტნიორობით, მიზნად ისახავდა იმ პერსპექტიული კურსდამთავრებულების იდენტიფიცირებას, რომლებიც კარიერულ გზაზე რეალურ გავლენას იქონიებენ თავიანთ სფეროზე. 

„2017 წელს, როცა რადიოლოგიის ერთთვიან პრაქტიკაზე ჯექსონვილში (ფლორიდა) „მაიოს კლინიკაში“ ვიმყოფებოდი, – იხსენებს ლელა, – ერთ-ერთ ექიმს ვუყვებოდი, როგორ მაინტერესებდა ნეირორადიოლოგიის კვლევები. ვუთხარი ისიც, რომ საქართველოში მსგავსი კვლევების ჩატარების ნულოვანი შანსები მქონდა. ამ ექიმმა ყურადღებით მომისმინა და დოქტორ მიდლბრუკსა და ექიმ გუფტასთან დამაკავშირა, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს ხელმძღვანელობდნენ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი! სწორედ ამ ექიმებმა მომცეს შანსი გავმხდარიყავი ინტერნი და სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ისევ დავბრუნებულიყავი „მაიოს კლინიკაში“, – ამბობს ლელა ოქრომელიძე.

ლელა ისეთ მნიშვნელოვან კვლევებშია ჩართული, რომელებიც მომავალში, კაცობრიობისთვის სასიკეთო შედეგებს, აუცილებლად გამოიღებს. „კლინიკა მაიოს“ რადიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარებული კვლევები მოძრაობის დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს, ნეიროსტიმულატორის მეშვეობით წარმოქმნილი იმპულსებით, ტვინის ღრმა სტიმულაციას გულისხმობს. ეს ქირურგიული პროცედურა გამოიყენება ისეთი დაავადებების სამართავად, როგორიცაა: დისტონია, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ტრემორი და ა.შ.

“ჩემი კვლევა, მიმართულია ამ ნეიროქირურგიული პროცედურის დადებითი და უარყოფითი შედეგების შესწავლისკენ. ჩემი პროექტების ჩამონათვალში შედის პარკინსონის დაავადების დროს, ტვინის ღრმა სტიმულაციით გამოწვეული დისკინეზიის შესწავლა; ასევე, პარკინსონის დაავადების პროცესში განვითარებული ინსომნიის სამკურნალოდ, ტვინის ღრმა სტიმულაციისათვის ახალი სამიზნის აღმოჩენა; ჩვენ ვიკვლევთ ტვინის იმ კავშირებს, რომელიც გვაძლევს დისტონიის მართვის კარგ შედეგს, რათა სამომავლოდ ამ შედეგების ბიომარკერებად გამოყენება შევძლოთ” - ამბობს Forbes Woman Georgia -თან ლელა ოქრომელიძე.

ვერასდროს წარმოიდგენდა, ტვინის ღრმა სტიმულაციებსა და ნეირონებში ქიმიური ნაერთების ეფექტების კვლევებზე თუ იმუშავებდა. კვლევების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების და სიღრმისეული ცოდნის მიღებაში კი ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა დაეხმარა.

,,რადიოლოგიის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ჩემი მუშაობის სფეროს გაფართოება გადავწყვიტე და ახლა, მოლეკულურ ნეირომეცნიერად ვმუშაობ „მეიოს კლინიკის“ ნევროლოგიის დეპარტამენტში, სადაც ვიკვლევ ნეიროდეგენერაციული დაავადების სამართავად შექმნილი ქიმიური ნივთიერების მოქმედების სხვადასხვა ასპექტს“.

ძალიან ამაყობს, რომ “სუპერვარსკვლავ ინტერნს” უწოდებენ. ეს სახელი მისმა მენტორმა, ექიმმა მიდელბრუქმა შეარქვა. “ეს სტატუსი მაიძულებს ვიამყო იმით, სადამდეც მოვედი და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს უკეთესობისკენ ვისწრაფვოდე”, – ამბობს ლელა და იქვე, თავის ოცნებასაც გვიმხელს – მისი მენტორივით წარმატებული ექიმი და მეცნიერი უნდა გახდეს.

“სამომავლოდ მინდა გავხდე რადიოლოგი. 25 წლის განმავლობაში, ცხოვრებამ არაერთი მოულოდნელი სიურპრიზი მომიმზადა, ამიტომ ძნელია წინასწარ განვსაზღვრო, რა მომავალი მექნება. საქართველოს ერთ პატარა ქალაქში, ახალციხეში დაბადებული და გაზრდილი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, აშშ-ის საუკეთესო კლინიკაში თუ ვიმუშავებდი და საუკეთესო უნივერსიტეტში ვისწავლიდი. საქართველო ჩემი ნაწილია და არ აქვს მნიშვნელობა მომავალში რას გავაკეთებ ან სად გადავწყვეტ მუშაობას. ყოველთვის ვეცდები და აუცილებლად ვიპოვი გზას, წვლილი შევიტანო ჩემი სამშობლოს მედიცინისა და მეცნიერების დარგების განვითარებაში”.


„სუპერვარსკვლავი ინტერნი“, 25 წლის ნეირომეცნიერი ლელა ოქრომელიძე ახალგაზრდებს ურჩევს, რომ მარცხის შემთხვევაში არ დაყარონ ფარხმალი: ,,თუ მიზნის მიღწევა გადაწყვიტეთ, დაუღალავად იშრომეთ და არასდროს დანებდეთ! რაც არ უნდა რთული იყოს, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და აქციეთ ოცნებები რეალობად!”

https://tv9news.ge/ - თან კი ამბობს, რომ
,,რეზიდენტურაში ჩაბარებამდე მკვლევარის ამპლუაში ვგეგმავ დარჩენას, თუმცა რეზიდენტურის დაწყების შემდეგაც არ ვგეგმავ მეცნიერებისთვის თავის დანებებას" - ამბობს 25 წლის ნეირომეცნიერი ლელა ოქრომელიძე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetholiganbetvdcasinomarsbahisholiganbetqueenbettempobet