საზოგადოება
სპიტაკის მიწისძვრიდან 31 წელი გავიდა

 

31 წლის წინ, 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილოეთით, სპიტაკში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა და ქალაქი მიწასთან გაასწორა.

10-ბალიანი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ სპიტაკში იყო, 7 დეკემბერს 11:41 საათზე მოხდა.

მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 40%, სადაც 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაზარალდა 21 ქალაქი და რეგიონი, 342 სოფელი. 514 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაახლოებით, 20 000 ადამიანი სხვადასხვა ხარისხით დაშავდა, რომელთაგან 12 500 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლის რაოდენობამ 25 000 მიაღწია. ყველაზე მეტი გარდაცვლილი გიუმრიში, (დაახლოებით 15 000-17 000 ადამიანი) და სპიტაკში (4 000 მოსახლე) იყო.

სომხეთს, ტრაგედიის გამო, ბევრმა ქვეყანამ დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის საქართველომაც. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ პირველი დახმარება სწორედ საქართველოდან მიიღო.

 

| Print |