საზოგადოება
9 დეკემბრიდან, წყლის მიწოდება 29 ქუჩას შეუწყდება
9 და 10 დეკემბერს, ახალციხის 29 ქუჩას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, მიზეზი ახალ რეზერვუარებზე გადართვაა.

წყლის მიწოდება შეეზღუდება:

წერეთლის, დიდიმამიშვილის,თაყაიშვილის, გორგასლის, კოსტავას, მებაღიშვილი, მესხეთის,

თაბუკაშვილის,იაძის,ივერიელის, კეცხოველის, მეგობრობის, ფარნავაზ მეფის, გამსახურდიას,

პეტრე იბერის, მანველიშვილის, ნათენაძის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, ათონელის,

ფალიაშვილის, წიქვაძის, ნიკოლაძის, გამრეკელის, მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, დანიელაშვილის,

მიქუტიშვილისა და თუმანიანის
ქუჩებს.

წყლით მომარაგება 2 473 აბონენტს, 9 დეკემბრის დილის 08:00 სთ-დან შეეზღუდება.

„800-ტონიანი რეზერვუარი გვქონდა, ავაშენეთ 2 000ტონიანი. გადართვის სამუშაოებს ვიწყებთ, რომ ახალი წყალი შემოვუშვათ. წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ აბონენტებს გაუუმჯობესდებათ წყლის ხარისხი და წნევა. გაიზრდება მიწოდების ხანგრძლივობა“, - ამბობს კომპანიის რეგიონული ოფისის მენეჯერი ბესიკ ფილაური.





| Print |