საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატმა ახალციხეში საინფორმაციო კამპანია გამართა

 

სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა. ომბუდსმენის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და მოსახლეობას ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საინფორმაციო სტენდით ახალგაზრდები და მოზარდები დაინტერესდნენ.

დაინტერესებულ პირებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობა განუმარტეს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ბუკლეტები დაურიგეს.

დღესვე დასრულდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია, რომელშიც სხვადასხვა უწყებებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატიც იყო ჩართული.

 


| Print |