საზოგადოება
ვის რამდენით გაეზრდება პენსია 2020 წლიდან?
პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.

ინფრასტრუქტურის სამინისტორს ცნობით, მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2016-2019) მთის ფონდიდან 86 მილიონი ლარი გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.

სამცხე–ჯავახეთში ,,მთის კანონი" 222 დასახლებას ეხება. ჯავახეთს სრულად და მესხეთს ნაწილობრივ.

ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშე 40 სოფელია დარჩენილი. 

მთის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს, იქ მუდმივად მცხოვრები კი 246 012 ადამიანია.

მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1731 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც მცხოვრები 246 012 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს.
| Print |