საზოგადოება
საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარება ახალციხეში აღნიშნეს
საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კვირეულს ახალციხეც შეუერთდა. ღონისძიება ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.

აქვე გამოიფინა თემაზე „ევროპა ჩემი სახლია“ ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცა.

გელა ნოზაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს და ჰაერში ფერადი ბუშტები გაუშვეს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

27 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საფრასნგეთის შემდეგ საქართველო გახდა. პოზიცია ქვეყანას 2020 წლის 16 მაისამდე ექნება დაკავებული .თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.


| Print |