საზოგადოება
ახალციხე-თბილისის მიმართულებით 15:00 სთ-მდე მარშრუტები არ შესრულებულა (ვიდეო)
14 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალური სადგურიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი მარშრუტები 15:00 სთ-მდე არ შესრულებულა.

მიზეზი თბილისში „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, სადაც მიკროავტობუსები რეგიონებიდან ხალხის წასაყვანად გამოიყენეს.

ერევანი, ადიგენი, უდე, ახალქალაქი, ბათუმი, აბასთუმანი, გორი, აწყური, ვალე - ეს ის სამარშრუტო ხაზებია, რომლის მიმართულებით დღეს დილიდან რეისები განხორციელდა.

,,მგზავრი არ არის, მთავრობამ მარშუტკებით თბილისში წაიყვანა, მანქანები დაიქირავეს, ხალხს საქმე ჰქონდა თუ არა, მაინც წავიდა თბილისში“ - აცხადებს მძღოლი კახა გიორგობიანი.

,,დილას არ იყო, მაგრამ შუადღიდან არის რეისები, მაგრამ მგზავრი დიდად არ გვყავს“ - ამბობს tv9news.ge - სთან მოლარე ხათუნა კაპანაძე.
კომპანია „ჯეოტივში“ განმარტავენ, რომ კომპანიის რვა ავტობუსი მმართველმა პარტიამ იქირავა.


| Print |