საზოგადოება
ამ ცხოვრების დედაც! - 15 წლის ბიჭის მხარდასაჭერად კედლები მოხატეს

 

„ამ ცხოვრების დედაც”, „აბა დამიჭირე”, – თბილისში კედლები მოხატეს და ამ ფორმითგ გამოუცხადეს სოლიდარობა 15 წლის მოზარდს, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო, თვითმკვლელობა სცადა.

35-მდე წარწერა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გაკეთდა. ფოტოებს ფეისბუკ გვერდი "ქვეყნის სამსახურში" ავრცელებს. 

"სოლიდარობა 15 წლის მოზარდს, რომელიც მსგავსი წარწერების გამო, პოლიციამ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა და ახლა სიკვდილს ებრძვის".

ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

10 დეკემებრს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო, 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედელების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

| Print |