საზოგადოება
რაში ხარჯავთ შემოსავლის ძირითად ნაწილს?
მედიკამენტები, საკვები და კომუნალური გადასახადები - ახალციხეში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავალს სწორედ ამ სამ სფეროზე ანაწილებს.

ადგილობრივების თქმით, მათი ხელფასი ან პენსია მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებს ძლივს ჰყოფნის. მოქალაქეების თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბალი შემოსავალი და პროდუქტზე მომატებული ფასებია.

| Print |