საზოგადოება
„თავისუფლება ვაჟა ექიმს“ – ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს

 

„ექიმები საზღვრების გარეშე", „ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ამ ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ახალციხის ცენტრში ადვოკატები. 12-მა უფლებადამცველმა ექიმ-ტრავმატოლოგის უკანონო პატიმრობა მდუმარე აქციით გააპროტესტა და დაკავებული გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ადვოკატთა სოლიდარობის აქცია საქართველოს მასშტაბით გაიმართა, მისი ორგანიზატორი ადვოკატთა ასოციაციაა.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხრა ნოემბერს, ცხინვალის ე.წ. საზღვართან დააკავეს. ის საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს, ამიტომ მას ორთვიანი პატიომრობა მიუსაჯეს. ექიმი ცხინვალის ოზოლატორში რჩება.

| Print |