საზოგადოება
ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

 

წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს.

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2 000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება, ხოლო თუ ზიანის ოდენობა 1 000 ლარს აღემატება, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია - განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 


| Print |