საზოგადოება
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე წყალი ამოდის

 

ქალაქ ახალციხის ცენტრალური ნაწილი იტბორება. წყლით არის დაფარული კოსტავას და იაძის ქუჩები, გზის სავალი ნაწილი.

წყალი იაძის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილზე ამოდის. არის საშიშროება, რომ კულტურის სახლის სარდაფში ჩავიდეს.

"ჯერ არაფერია საშიში, მაგრამ უკან გადადის და შეიძლება შევიდეს. თუ არ შევაჩერეთ ან მიმართულება არ შევუცვალეთ. ვესაუბრე წყალკანალს და მითხრეს, რომ უკვე მუშაობენ",
- გვითხრა კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჟუჟუნაძემ. 


"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან" ამ დრომდე ველით ინფორმაციას, რა გახდა ქუჩების დატბორვის მიზეზი.
| Print |