საზოგადოება
თოვა, ნისლი და ქარბუქი - როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში ახალ წელს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი გაუარესდება. 27 დეკემბერს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, 28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

ახალციხეში, 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი, დღისით ტემპერატურა 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

29 დეკემბერს კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ისევ +5, ხოლო ღამით - 3 გრადუსია მოსალოდნელი. 

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალციხეში, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა +4-ს, ხოლო დაბალი -7 -ს მიაღწევს.

ღამით მოსალოდნელია ყინვა, პარასკევს და შაბათს, 3 და 4 იანვარს ღამით ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:


ორშაბათი: დღისით +4, ღამით - 5;

სამშაბათი: დღისით +3, ღამით - 4;

ოთხშაბათი: დღისით +2, ღამით - 5;

ხუთშაბათი: დღისით +2, ღამით - 4;

პარასკევი: დღისით +2, ღამით - 6;

შაბათი:
დღისით +3, ღამით - 7

კვირა: დღისით +2, ღამით -5.

| Print |