საზოგადოება
რა ვიცით და რას ვსწავლობთ კონფლიქტებზე - დისკუსია ახალციხეში
რა ვიცით და რას ვსწავლობთ კონფლიქტებზე - თემაზე ახალციხეში იმსჯელეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტების დაწყებაზე ისაუბრა.

მან ასევე მიმოიხილა რა ეტაპზეა კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობა. საბჭოთა წარსულის დროის ლაბორატორიის მკვლევარმა აქცენტი გააკეთა, თუ როგორ
მიეწოდებათ კონფლიქტების შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის მოქალაქეებს.

ასევე რა ცოდნა აქვთ ერთმანეთის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიების და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას. შეხვედრა მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა გამართა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას და ტოლერანტობის გაღვივებას სამხრეთ კავკასიაში სამოქალაქო აქტივობის საშუალებით.

„არსებობს სხვადასხვა წყაროები, ონლაინ მედია და სხვა საშუალებები, მაგრამ საჯარო დისკუსიებში ეს საკითხი სამწუხაროდ, მეორე ან მესამე პლანზე არის გადასული“, - აღნიშნა დავით ჯიშკარიანმა.


| Print |