საზოგადოება
ასპინძაში საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება
თამაზ ნემსაძის გარდაცვალების გამო, ასპინძაში საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ასპინძის მერია ავრცელებს. 

,,ასპინძაში 25 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი თამაზ ნემსაძე გუშინ 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

აღნიშნული ტრაგედიის გამო 31 დეკემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმებულია"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |