საზოგადოება
ახალი წლის მთავარი ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ პარკში გაიმართა
ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პარკში შეკრებილი ადგილობრივების წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. საზოგადოებას ახალი წელი მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

საახალწლო ღონისძიება ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტით დასრულდა. თოვლის პაპებმა და სანტა კლაუსებმა პატარებს ტკბილეული დაურიგეს.

| Print |