საზოგადოება
საახალწლოდ პიროტექნიკით 81 ადამიანი დაშავდა
ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული.

სამედიცინო დაწესებულებიდან ამ დროისთვის 8 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გაეწერა.

პაციენტები, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, კვლავ კლინიკაში რჩებიან.

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.
| Print |