საზოგადოება
"ახალციხის ციხე" ერთი დღით მუშაობას შეწყვეტს

 

"ახალციხის ციხის" კომპლექსი შვიდ იანვარს ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ამ დღეს ყველა თანამშრომელი ისვენებს. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მიზეზი შობის დღესასწაულია.

"მთელი კომპლექსი იკეტება საახალწლოდ პირველ და ორ იანვარს. შობის გამო შვიდ იანვარსაც დავისვენებთ. თანამშრომლებს აღდგომაზეც ვასვენებთ. ოთხი დღე გვაქვს მთელი წლის განმავლიბაში, როცა ციხე სრულად გაჩერებულია", - გვითხრა დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

"ახალციხის ციხე" მუშაობას რვა იანვრიდან, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს
.

 

| Print |