საზოგადოება
მაჭატიაში 23 წლის ბიჭი გაიყინა (ვიდეო)
ახალქალაქის სოფლების - მაჭატიასა და ოლავერდის მიმდებარედ, ტყეში, 23 წლის გაყინული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვნეს.

თანასოფლელების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი არაერთხელ უნახავთ მაჭატიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი, რადგან მისი და ტყესთან ახლოს ცხოვრობდა და მასთან ხშირად მიდიოდა.

ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა 6 იანვარს, საღამოს 18:00 საათის მერე, სამართალდამცველებთან ერთად დაიწყეს.

მაჭატიაში ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, გარდაცვლილი ისეთ ადგილას მოხვდა, გამოსვლა გაუჭირდა, რადგან მხედველობის პრობლემა ჰქონდა და სიბნელეში გზა ვერ გაიგნო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს.
| Print |