საზოგადოება
მაია ცქიტიშვილმა ბაკურიანში შეხვედრა გამართა (ვიდეო)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს მთელი დღე ბაკურიანში იმყოფებოდა და კურორტზე არსებულ პრობლემებსა და სიახლეებს გაეცნო.

მაია ცქიტიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმონადგენლები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი დიდველზე ავიდა და ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა.
| Print |