საზოგადოება
ბაკურიანში, 25-იანების საბაგირო ,,ჟეტონი" (ვიდეო)
ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.

საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქმე ბაკურიანის საბაგიროზე, ჟეტონების ნაცვლად, ძველი რუსული რუბლის გამოყენების ფაქტს ეხება, რომელიც სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა გაავრცელა.

მაია რუხაძემ ფოტო ,,ბაკურიანში, 25-იანების საბაგირო ,,ჟეტონი" - ს ტექსტითა და ჰეშთეგით #სირცხვილია გაავრცელა. 

პოსტს ბაჩო შავიშვილი ეხმიანება, სადაც წერს რომ შარშან საბჭოთა ფული, წელს კი რუსული რიბლი დახვდა.

ჟეტონად საბჭოთა ფული ადა მარშანიასაც შეხვდა, რომელმაც ფაქტი პირად გვერდზე გააპროტესტა.

,,ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ, ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზდაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით. ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ. არ მჯერა" - წერს ფეისბუქზე ანა მარშანია.

მომხდარის გადასამაწმობელად, ბაკურიანში იმყოფებოდა  https://tv9news.ge/ -ს პარტნიორი ტელეკომპანია ,,ბორჯომის" გადამღები ჯგუფი.
| Print |