საზოგადოება
ავტომანქანა ძველი საბურავებით ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის.

შეზღუდვა 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა განუცხადა.

„პირველი აპრილიდან შეზღუდვები ვრცელდება საბურავებთან დაკავშირებით. საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის მქონე საბურავები ასევე დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან შალვა ურიადმყოფელმა.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

რა იცვლება 2020 წლიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებისთვის

ავტომობილების ტექდათვალიერება 7 კრიტერიუმით შეფასდება
| Print |