საზოგადოება
მაკო ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

 

მაკო ბერიძე ერთ-ერთ რთულ დაავადებას ებრძვის. 40 წლის ქალს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ყოფილი რექტორის, მერაბ ბერიძის რძალია, სამი თვის წინ ამეოტროფიული ლატერალური გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.

"თავდაპირველად დაეწყო მარჯვენა ხელის ატროფია, შემდეგ მარცხენა. ორივე ხელის მხოლოდ მოხრა შეუძლია. აქვს მეტყველების პრობლემები. დავიწყეთ დაავადების შესწავლა. ამ დიაგნოზის პაციენტები სამწუხაროდ, ცოცხალი ვერავინ ვნახეთ, ამიტომ ვხვდებოდით მათი ოჯახის წევრებს, ვეკითხებოდით როგორ მკურნალობდნენ, საზღვარგარეთ რა პროცესურები გაიარეს. ორი პრეპარატი დაუნიშნეს, მათი მეშვეობით მეტნაკლებად ვუნარჩუნებთ მდგომარეობას. იაპონური პრეპარატი, რომელიც საქართველოში არ შემოდის, 50%-ით აჩერებს დაავადებას. ანუ ახლა მხოლოდ შეჩერებაზე ვართ", - ამბობს მაკოს მეუღლე ბექა ბერიძე.

მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ოჯახი თანხის შეგროვებას სხვადასხვა გზებით ცდილობს. მაკოს 105 000 აშშ დოლარი სჭირდება. მკურნალობა სამი ეტაპისგან შედგება და თითო ეტაპი 35 000$ შეადგენს.

"გავარკვიეთ, რომ ღეროვანი უჯრედებით შესაძლებელია დაავადების დიდი ხნით შეჩერება. კორეაში ვნახეთ კლინიკა, რომელსაც ჰყოლია მსგავსი დიაგნოზის პაციენტები. ექიმები 2-დან 6 წლამდე გვაძლევენ სიცოცხლის გახანგრძლივებას. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან 3-4 წელიწადში ღეროვანი უჯრედები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ შეიძლება განკურნებამდეც მივიდეს. ამ მეთოდით ძალიან კარგად იკურნება გაფანტული სკლეროზი".

მაკოს ორი შვილი ჰყავს - 17 და 18 წლის ბიჭები. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდიდან არის. ვისაც მისი დახმარების სურვილი აქვს, შეუძლია თანხა ანგარიშზე ჩარიცხოს.

საქართველოს ბანკი: GE47BG0000000161920997
თიბისი ბანკი: GE77TB7060345061100071
მიმღები ბექა ბერიძე
| Print |