საზოგადოება
2019 წელს ირანიდან საქართველოში ვიზიტები განახევრდა

 

2019 წელს ირანიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 141 997 ვიზიტი განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს, 2018 წელთან (291 070 ვიზიტი) შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 51,2%-ით შემცირდა. 2019 წლის 11 თვეში კი, საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 24,281 მოქალაქეს ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-15 ქვეყანას შორის, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა, ირანი ერთადერთია, საიდანაც ვიზიტები შემცირდა.

საერთო ჯამში კი, 2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია.

ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.

წყარო: BM.ge
| Print |