საზოგადოება
დამსვენებლებს, რომლებიც კუროტებზე უწყლობის გამო დაზარალდნენ, შეუძლიათ ანაზღაურება მოითხოვონ
მოქალაქეებს, რომლებსაც ზამთრის კურორტებზე, უწყლობის შედეგად ზიანი მიადგა, დაინტერესების შემთხვევაში, მათ ქონებრივ დავაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი დაეხმარება. ეს განცხადება სალომე ვარდიაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ გააკეთა. 

„ეს არის მიუღებელი ზიანი, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი თავისთავად არეგულირებს. მართალია, ეს ქონებრივი დავაა და ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას სცდება, მაგრამ მზად ვართ, ყველას გავუწიოთ იურიდიული კონსულტაცია, დახმარება, მათ შორის, როგორც ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლოში და ყველა აბონენტს, რომელსაც უნდა მიეღო წყალი და ჰქონდა უწყვეტი საიმედო მომსახურების იმედი და ეს ვერ მიიღო, აქვს ქონებრივი ზიანის მოთხოვნის უფლება, რაშიც ჩვენ მზად ვართ რომ გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება“ - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო დღეებში ბაკურიანისა და გუდაურის სასტუმროებს რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდათ. უამრავმა ტურისტმა შესაბამისი სერვისი ვერ მიიღო, ტურისტების ნაწილმა კი ჯავშნები გააუქმა.

უფრო მეტს, უწყლოდ დარჩენილი კურორტის შესახებ, წაიკითხავთ აქ: 
| Print |