საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს

 

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, სახელმწიფოს უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მათი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის მეთოდოლოგია საქართველოს მასშტაბით 69 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 12 აქვს.

„მეთოდოლოგია ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთისგან განსხვავდება და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით არაერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - წერია EMC-ის განცხადებაში.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უსახლკარობის პოლიტიკაში, კანონმდებლობით ერთადერთი ფუნქცია აკისრია - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული უსახლკარო პირების ერთიანი რეესტრის წარმოება, თუმცა ეს ვალდებულება პრაქტიკაში არ სრულდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია დადგინდეს უსახლკარობის მასშტაბი ქვეყანაში".

ფოტო: debatingeurope.eu

| Print |