საზოგადოება
გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხევდით, კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ არის, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ არა, ხოლო 8 პროცენტმა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
| Print |