საზოგადოება
საქართველოსთან ახლოს, სომხეთში, მიწისძვრა მოხდა
სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 16 კილომეტრში, საქართველოს დროით 05:28 სთ-ზე მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. შესაძლო ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
| Print |