საზოგადოება
სოფელი დვირი სასმელი წყლის გარეშე დარჩა
მეოთხე დღეა, ბორჯომში, სოფელი დვირი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. წყლის ცენტრალური მაგისტრალი გაიყინა და 300 კომლიანი სოფელი უწყლოდ დატოვა.

სასმელი წყლის 9 კილომეტრიან გაყინულ მილს სხვადასხვა საშუალებებით ალღობენ. მერის წარმომადგენელი დვირის თემში, ლაშა კევლიშვილი ვარაუდობს, რომ დღის ბოლომდე მილის გალღობას შეძლებენ და სოფელს წყლის მიწოდება აღუდგება.

| Print |