საზოგადოება
გორელოვკაში წყალსადენის უკანონო მიერთებები ჩაიჭრა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორრლოვკაში წყალსადენზე უკანონო მიერთებები ჩაიჭრა. მოსახლეობა წყლის მიწოდებას ელოდება, სუმბატ კიურეღიანი კი მიიჩნევს, რომ 20 იანვრის საპროტესტო აქციის რეალური მიზეზი უწყლობაზე მეტად, მისი სახელის დისკრედიტაციის სურვილი იყო.

20 იანვარს, სოფლის მოსახლეობამ საქართველო - სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა და უწყლობის გამო შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვა. 

ადგილობრივების თქმით, გორელოვკაში პრობლემა ხუთი ფერმერისთვის წყლის მიწოდებამ გამოიწვია, რის გამოც დანარჩენი სოფელი უწყლოდ დარჩა.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე ერთ-ერთია იმ ხუთი ფერმერიდან, რომელიც  აქციის შემდეგ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას დაპირდა, რომ წყლის პრობლემა სოფელში მოგვარდებოდა.

| Print |