საზოგადოება
თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა
ოთხი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ძლიერ ბიძგებს თან შენობების ნგრევა მოყვა, სწორედ ნგრევის შედეგად გარდაიცვალნენ თურქეთის მოქალაქეები. ამის შესახებ სააგენტო mirror.co.uk იტყობინება.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებით, მიწისძვრამ რიხტერის შკალის მიხედვით 6.9 ბალი შეადგინა და აღმოსავლეთ თურქეთი დააზარალა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები უკვე დაიწყო.

თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ სატელევიზიო ეთერით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ოთხი გარდაცვლილიდან ორი  მათგანი თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციის ელაზიღიდან, ორი კი მეზობელ პროვინცია მალატიადან იყო.

| Print |