საზოგადოება
20 დაღუპული, 1000-ზე მეტი დაშავებული - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებს ითვლიან
ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 1015-ს აღწევს.

24 იანვარს, აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
| Print |