საზოგადოება
28 წლის გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

 

ადვოკატ გიორგი სიმონიშვილს ტებლასტიური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მას ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. საწყის ეტაპზე, ახალგაზრდა მამაკაცს 250 000 ევრო სჭირდება. ამ თანხით გიორგი მკურნალობას დაიწყებს, რითიც ძვლის ტვინის გადანერგვისთვის მოამზადებენ.

გიორგი მიუნხენში "Rechts der Isar"-ის კლინიკაში იმყოფება, სადაც ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაუტარდეს. თითო ქიმიო თერაპიის ღირებულებაა 27 000 ევროა.

"გიორგის შვიდ იანვარს შეეძინა შვილი, რომლის გაცნობა ფაქტიურად, ვერ მოასწრო. ძალიან გვჭირდება დახმარება, რომ გიო დაუბრუნდეს ოჯახს და 15 დღის ლიზას", - ამბობენ მეგობრები.

28 წლის ადვოკატის გამოჯანმრთელება საზოგადოების დახმარებით არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკი-
GE73TB7242936515100013

საქართველოს ბანკი- GE85BG0000000749330100

მიმღები: მარიამ სიმონიშვილი

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე
0 901 701 526

 

| Print |