საზოგადოება
ბათუმში ორ ჩინელ მოგზაურს ექიმები აკვირდებიან
ბათუმში, ორ ჩინელ მოგზაურს ექიმები აკვირდებიან, მათ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტურისტებს მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო.

გამყრელიძის თქმით,მოგზაურები ჰუბეის პროვინციიდან არ არიან, თუმცა იმ რეგიონიდან ჩამოვიდნენ, რომელიც ახლოს მდებარეობს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან.

,,გუშინ ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს, დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |