საზოგადოება
29 იანვარი ავტომობილების გამომგონებლების დღეა
პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. მან 1515 წელს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი წარუდგინა. მისი ნახაზები 2004 წელს, ფლორენციის ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმის ექსპერტებმა შეისწავლეს და იდეის სისწორე დაამტკიცეს. ლეონარდო დავინჩის გამოგონება ზამბარების საშუალებით დადიოდა.

რაც შეეხება პირველ ავტომობილს, ის ორთქლის საშუალებით მოძრაობდა. ფერდინანდ ვერბისტმა, რომელიც იმყოფებოდა ჩინეთში როგორც იეზუიტთა მისიის ფლამანდიელი წევრი, ჩინეთის იმპერატორისათვის ააგო ორთქლზე მომუშავე მოწყობილობა. ვერბისტი მას აღწერს როგორც ”ასტრონომია ევროპა” (Astronomia Europea), რომელიც სათამაშოს ტიპის იყო და სიგრძეში ზომით 65 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. ეს ეფექტური მაკეტი არ იყო განკუთვნილი ადამიათა გადასაადგილებლად, მას არ გააჩნდა საჭე მძღოლისათვის. 

შეიძლება ითქვას, პირველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ორთქლის საშუალებით უკუქცევითი მექანიზმის გამოყენებით, ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლას-ჯოზეფ კუგნოტმა ააგო. იგი გამოჩნდა 1769 წელს vapeur à fardier სახელით, იყო შედარებით მცირე მოდელი, რომელიც შექმნილი იყო ორთვლიანი ცხენის ეტლისაგან. მას ძირითადად იყენებდნენ მძიმე ტვირთის გადასაზიდად.

1771 წლიდან კი გამოჩნდა fardier à vapeur უკვე უფრო მასიური მაშტაბის , რომელსაც შეეძლო გადაეზიდა 4 ტონა ტვირთი 2 ლიე/საათში სიჩქარით, მაგრამ პრაქტიკაში ეს სიჩქარე ან განუვითარებია. მიუხედავად მისი დიდი წონისა, რომლის ტარის წონა 2,5 ტონას შეადგენდა, ერთ ერთი წყაროს მტკიცებით ირკვევა, რომ ოთხი მგზავრის შემადგენლობით იგი გადაადგილდებოდა 2,25 კმ/საათში სიჩქარით. ასევე ასაღნიშნავია, რომ იგი ადვილად კარგავდა მდგრადობას მასზე წონის არასწორად გადანაწილების გამო, რაც ითვლებოდა მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლად. 1772 წელს მეფე ლუდოვიკ XV-მ კუგნოტს დაუნიშნა პენსია წელიწადში 600 ლივრის ოდენობით მისი ნოვატორული აზრების გამო. პროექტი 1800 წლიდან გადაეცა კონსერვატორიის ეროვნულ მუზეუმს, სადაც დღესაც შეიძლება მისი ხილვა.

1890 წელს ემილ ლევასორი და არმანდ პეჟომ პირველად დაიწყეს ავტომობილების წარმოება, რომლებიც იყენებდნენ დაიმლერის ძრავებს. 

1892 წელს რუდოლფ დიზელმა დააპატენტა ახალი ტიპის ძრავა, რომელიც მუშაობდა დიზელზე, ხოლო 1897 წელს მან ააწყო პირველი დიზელზე მომუშავე ძრავა.
| Print |