საზოგადოება
სამ თებერვალს სურბ სარქისის მარხვა დაიწყო


სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა სარქისის ხსენების დღისთვის ემზადება. სურბ სარქისობა რვა თებერვალს აღინიშნება, დღესასწაულს წინ ხუთდღიანი მარხვა უძღვის, რომელიც დღეს, სამ თებერვალს დაიწყო.

წმინდა სარქისი ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა. იგი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა, საეკლესიო ცნობებით, ის ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა.
სურბ სარქისი სომეხი ხალხის ტრადიციული დღესასწაულია. ახალგაზრდები და შეყვარებული წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით მას, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მეორე ნახევრის ხილვა შეუძლია.

ფქვილის, ბევრი მარილისა და წყლისგან მომზადებულ ცომს, ახალგაზრდები პატარა ნაწილებად ყოფენ, წრიულ ფორმას აძლევენ და გამოსაცხობად ამზადებენ. უკვე გამომცხვარი კვერები, მარილის ოდენობის გამო, საკმაოდ მლაშეა, თუმცა მისი შეჭმის სპეციალური წესი არსებობს.

გამომცხვარი მარილიანი კვერები ახალგაზრდებს ეკლესიაში, საკურთხებლად მიაქვთ. საეკლესიო რიტუალის შესრულების შემდეგ კი დასაქორწინებელ ახალგაზრდებს კვერებს თავად მოძღვარი ურიგებს.

ნახეთ, "მეცხრე არხის" მიერ მარილიან კვერებზე მომზადებული სიუჟეტი: 

სუბ სარქისი–შენარჩუნებული სომხური ტრადიცია

| Print |