საზოგადოება
დღეიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
თეგები: თოვლი / ამინდი /