საზოგადოება
კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა
კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ავტომობილი ხევში გადავრდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. ერთი მგზავრი უვნებლად არის ამოყვანილი, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული და მისი ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულიხსმობს.
| Print |