საზოგადოება
11 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები.

სააგენტოს განცხადებით, იქროლებს ძლიერი ქარი, ზოგან კი მოსალოდნელია ძლიერი თოვა. მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი ზღვაზე კი შტორმს ელოდებიან.

ასევე, მოსალოდნელია საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა:

“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება” – აცხადებენ სააგენტოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, 9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ კი შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

 

| Print |