საზოგადოება
"ყველანი გამოძიებას ველოდებით" - გარდაცვლილი ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

 

მამაკაცი, რომელმაც ცოლზე ძალადობის შემდეგ სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ექსპერტიზის ბიუროდან მშობლიურ სოფელ უნწაში, მშობლების სახლში გადაასვენეს.

გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით, ერთ თვეში იქნება ცნობილი. მანამდე კი, სამედიცინო ექსპერტის პირველადი შეფასებით, სიკვდილი მექანიკური ასფიქსიით, ექსპერტიზაზე მიყვანამდე 14-24 საათით ადრე დადგა.

 


| Print |