საზოგადოება
ამერიკის საელჩომ საგრანტო პროგრამაზე კონკურსი გამოაცხადა
აშშ-ს საელჩომ 2020 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამისთვის კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობა საზოგადოებრივ, მედიაორგანიზაციებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ.

საკონკურსო პირობების თანახმად, მსურველებმა აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ. გრანტის რაოდენობა 50 000 აშშ დოლარია.

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ეხება ქალების ეკონიმიკურ გაძლიერებას, ტურიზმის ხელშეწყობას, მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას და ტოლერანტობას.

ახალციხეში დაინტერესებულ პირებს, კონკურსში მონაწილეობის წესები და პრიორიტეტები საელჩოს საგრანტო პროგრამების უფროსმა, სოფო ბზიშვილმა გააცნო. შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ამერიკის კუთხეში გაიმართა.

შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ა(ა)იპ-ების, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

| Print |